“მიმდინარე კვირას დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას; გვექნება ორი ანგარიშის მოსმენა – პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის” – პაპუაშვილი
“მიმდინარე კვირას დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას. გვექნება ორი ანგარიშის მოსმენა – პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის”, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გარდა ამისა, არის კანონპროექტები, რომელიც არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ იმისთვის, რომ იყოს უფრო ეფექტიანი მმართველობა ერთის მხრივ და ეფექტიანი მართლმსაჯულება. ასე, რომ ამ პროცესს, რომელიც გულისხმობს არასწორი მიდგომების გამოსწორებას ქართულ კანონმდებლობაში მიმდინარე კვირასაც გავაგრძელებთ და შესაბამისად დავასრულებთ საგაზაფხულო სესიას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.