დიმიტრი ხუნდაძე: ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდი მინიმუმ უპასუხისმგებლობაა, მაგრამ ელფერი იმგვარი აქვს, რომ მხოლოდ უპასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა იყოს და სავარაუდოდ გამოიკვეთება განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე, ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს დიდი ბუნდოვანება და შედეგიც არის ძალიან მძიმე. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე შესაძლოა განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოიკვეთოს.
“ჩორჩანას ეპიზოდი ფაქტია, რომ არის ძალიან ბუნდოვანი, შედეგი კი ძალიან მძიმე – ისედაც ოკუპირებულმა ქვეყანამ დამატებით დაკარგა საკუთარი ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი. ვფიქრობ, რომ ეს არის მინიმუმ უპასუხისმგებლობა და ყოველ შემთხვევაში ელფერი იმგვარი აქვს, რომ მხოლოდ უპასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა იყოს და სავარაუდოდ გამოიკვეთება განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტი,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.