საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანთან.

მხარეები განიხილავენ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საუბარი ასევე შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები