სერგეი ლავროვი: რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გეგმა არ აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ აპირებს. ეს განცხადება ლავროვმა ჩეხეთის პრეზიდენტთან მილოშ ზემანთან შეხვედრის დროს გააკეთა. რადგან შეხვედრის უმეტესი ნაწილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნებოდა, ჩეხეთის პრეზიდენტი დაინტერესდა, არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ჩეხეთის რესპუბლიკისთვის. ლავროვის განცხადებით, ასეთი საფრთხე შეიძლება გაჩენილიყო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. თუმცა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, რუსეთის ფედერაცია მსგავს არაფერს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები