Femen-ის წევრებმა მილანის საკათედრო ტაძართან წითელი ღვინო გადაისხეს (ფოტო-კოლაჟი)
უკრაინული მოძრაობა Femen-ის აქტივისტებმა მილანის ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს. ორგანიზაციის წევრებმა აზია-ევროპის ფორუმ „АСЕМ“-ის დაწყებამდე, რომელსაც 50-მდე სახელმწიფო პირი ესწრება, უკრაინაში მიმდინარე პროცესების დასაგმობად ტრადიციული გაშიშვლების აქცია მოაწყვეს. გარდა ამისა, აქტივისტებმა სხეულზე წითელი ღვინო გადაისხეს, რაც სიმბოლურად უკრაინაში დაღუპულების სისხლს გამოხატავდა. აქცია, რომელიც მილანის მთავარი ტაძრის მოპირდაპირედ გაიმართა, სამრთალდამცავებმა დაშალეს.