პუტინი და პოროშენკო ერთმანეთს მილანში საუზმის დროს შეხვდნენ

უკრაინის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები პეტრე პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი მილანში საუზმის დროს შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ფორუმ „აზია-ევროპის“ ფარგლებში გაიმართა. მასში ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ევროკომისიის ხელმძღვანელები ჟოზე მანუელ ბაროზუ და ხერმან ვან რომპეი იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრა იტალიის პრემიერის მათეო რენცის მიერ იყო ორგანიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დარეგულირების საკითხი უნდა განეხილათ. მხარეებს მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების საკითხებზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გააჩნიათ. შესაძლოა, პოლიტიკოსებმა ასევე გაზის პრობლემის შესახებ ისაუბრონ. შეგახსენებთ, რომ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა შესაძლოა შეზღუდოს იმ შემთხვევაში თუ უკრაინა საექსპორტო გაზის მილებიდან საწვავის არასანქცირებულ შერჩევას დაიწყებს.

10743510_851996821507224_1168939521_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები