ებოლას ვირუსის შემთხვევები ესპანეთში – გაეროს პროგნოზით მომავალ კვირას მსოფლიოში 5 000 ადამიანი დაიღუპება

ესპანეთში ებოლას ვირუსზე ეჭვით ლიბერიიდან დაბრუნებული მღვდელია ჰოსპიტალიზირებული. სასულიერო იმავე რელიგიურ ორდენს ეკუთვნის, რაც 2 მისიონერი, რომელიც სასიკვდილო ვირუსით დაიღუპა. სწორედ იმ 2 ადამიანს უვლიდა ექთანი ტერეზა რომერო. ქალი ახლა მადრიდის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება. საერთო ჯამში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 70 ადამიანი იმყოფება.
პარალელურად ებოლას ვირუსთან ბრძოლას ცნობილი ადამიანები უერთდებიან. ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელსაც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ანახებენ. სიერა-ლეონეს და ლიბერიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ბექჰემის სიტყვები იმის შესახებ, რომ ექიმებს ვირუსთან ბრძოლაში უნდა დაეხმარონ და არა ხელი შეუშალონ, ზეგავლენას მოახდენს.
გაეროს პროგნოზებით, მომდევნო კვირას ებოლასგან 5 000 ადამიანი დაიღუპება, დეკემბრისთვის კი ეს ციფრი გაორმაგდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები