პუტინმა და მერკელმა მინსკის შეთანხმებებზე და გაზის საკითხებზე ისაუბრეს (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მილანში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას მინსკის შეთანხმებების რეალიზების და გაზის საკითხები განიხილა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ორი ლიდერის შეხვედრა 2,5 საათი გრძელდებოდა.
პესკოვის ინფორმაციით, შიდაუკრაინული კონფლიქტის გენეზისზე და მიზეზზე, თუ რატომ დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი, კვლავ აზრის სხვადასხვაობაა. ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგზე და გაზის პრობლემებზე  ისაუბრეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1FdS3wlapH4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები