საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი სარაგბო კლუბის, „ჯრუჭი-ს“ ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და მოთამაშეებს შეხვდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, პირველ მოადგილე ოთარ ომიაძესთან ერთად სარაგბო კლუბის „ჯრუჭი“ ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და მოთამაშეებს შეხვდა. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სარაგბო კლუბში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს გაეცნენ.
სარაგბო კლუბი „ჯრუჭი“ ვარჯიშებს სოფელ ჩიხაში არსებულ რაგბის მოედანზე ატარებს. წვრთნები კვირაში სამჯერ მიმდინარეობს. მოსწავლეთა მიღება სექტემბერშია დაგეგმილი.