ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

,,პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, ხიდ-ბოგირისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 2 570 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები