ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებებზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა.
“საყრდენი კედლების მოწყობისათვის მიმდინარე წელს მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც 50-მდე ლოკაციაზე განხორციელდება ფერდსამაგრი კედლების მოწყობა.
მუნიციპალიტეტში, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.