ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში, 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლის მშენებლობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

“საგანმანათლებლო დაწესებულება, სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები