აჭარის პოლიციამ ნ.ჯ. ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული ნ.ჯ. ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ჯ. ნარკოტიკულ საშუალებების რეალიზაციას ახდენდა.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფინი“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.