მაკა ბოჭორიშვილი: ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებშია იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას, რომელთა მიზანიც არის საკუთარი ქვეყნის დაზიანება
“იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი სამშობლოს საბოტაჟით არიან დაკავებული, არ არის გასაკვირი ეს აჟიოტაჟი და მიანიშნებს ერთადერთ რამეს – ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებშია იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას, რომელთა მიზანიც არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანება” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენა და ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მაღალ დონეზე აღნიშვნა არის დამკვიდრებული პრაქტიკა,რაც მინისტრის განცხადებით ქვეყნის ინტერესების განხორციელებას ემსახურება.
„მილანში იმყოფებოდნენ მაღალი დონის სტუმრები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მაღალი დონის სტუმრების შესაბამისად მასპინძლობა, ასევე ჩრდილოეთ იტალიის უმნიშვნელოვანეს რეგიონებში საქართველოს წარმოჩენა მაღალ დონეზე“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.