გურამ მაჭარაშვილი გენერალური პროკურორის არჩევის წესზე: რა ცვლილებაც შედის გენერალური პროკურორის არჩევის წესში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეფექტურად მოხდეს საქართველოს პარლამენტში გენერალური პროკურორის კანდიდატის წარმოდგენა
„რა ცვლილებაც შედის გენერალური პროკურორის არჩევის წესში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეფექტურად მოხდეს საქართველოს პარლამენტში გენერალური პროკურორის კანდიდატის წარმოდგენა,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„კონსტიტუციით პარლამენტი ვირჩევთ გენერალურ პროკურორს. მანამდე იყო ბარიერები შექმნილი და წელვადი იყო ძალიან ეს პროცესი შეგნებულად, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატურა არ მოსულიყო პარლამენტამდე ისე, რომ იქ „ენჯეობის“ ჩართულობა გადამწყვეტი ხმით არ ყოფილიყო და ა.შ. ეს სიმახინჯეები სწორდება ახლა, რომ ეფექტურად მოხდეს საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარმოდგენა საქართველოს პარლამენტში, რომელმაც კონსტიტუციის შესაბამისად უნდა აირჩიოს გენერალური პროკურორი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით პროკურატურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. გენერალურ პროკურორს ახალი წესით აირჩევენ. პროცედურები შესაბამისობაში მოჰყავთ კონსტიტუციასთან. კანდიდატებს დაასახელებენ საპროკურორო საბჭოს წევრები და ერთ კვირაში პარლამენტს წარუდგენენ.