გიორგი კახიანი: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურა იყოს კვალიფიციური, კომპეტენტური
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურა იყოს კვალიფიციური, კომპეტენტური. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კანდიდატურაც შეირჩევა”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, კანდიდატურაზე მსჯელობა წინ გვაქვს, მას შემდეგ რაც საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება გენერალური პროკურორობის ახალი კანდიდატი. ამის შემდგომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ველით, რომ კანდიდატურა იქნება კომპეტენტური, თავისი საქმის პროფესიონალი, დიდი გამოცდილების მქონე“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით პროკურატურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. გენერალურ პროკურორს ახალი წესით აირჩევენ. პროცედურები შესაბამისობაში მოჰყავთ კონსტიტუციასთან. კანდიდატებს დაასახელებენ საპროკურორო საბჭოს წევრები და ერთ კვირაში პარლამენტს წარუდგენენ.