Mount Whitny-ზე წარმოშობით ქართველი ოფიცერი გივი ტიბანელი იმყოფება, რომელიც ხომალდის ეკიპაჟის წევრია
ამერიკულ ხომალდ Mount Whitny-ზე წარმოშობით ქართველი ოფიცერი გივი ტიბანელი იმყოფება, რომელიც ხომალდის ეკიპაჟის წევრია. პრემიერი მას განსაკუთრებით მიესალმა და განაცხადა, რომ საქართველო ამაყობს ასეთი შვილებით.
“მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ამერიკელ სტუმრებს შორის იმყოფება წარმოშობით ქართველი, ოფიცერი გივი ტიბანელი. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოში მისი მივლინება არის ჯილდო, რომელიც მან თავისი პროფესიონალიზმით დაიმსახურა. მე გულწრფელად ვიზიარებ გივი ტიბანელის სიხარულს. საამაყოა, რომ აქ, საქართველოში დაბადებულმა ადამიანმა, რომელიც 10 წლისა წავიდა ამერიკაში, ასეთ წარმატებას მიაღწია და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაივიწყა თავისი ფესვები. საქართველო ამაყობს ასეთი შვილებით”,-განაცხადა პრემიერმა.