ლევან მაჭავარიანი: პრინციპების ღალატია, როცა „ლელო“ თვეების განმავლობაში ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა ახლა უცებ უთხრეს, მონაწილეობას მივიღებთო

„პრინციპების ღალატია, როცა „ლელო“ თვეების განმავლობაში ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა ახლა უცებ უთხრეს, მონაწილეობას მივიღებთო, ვინ აძალებდა, რატომ ამბობდნენ?,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გარე უფროსები ვერ დარწმუნდებიან იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ არმონაწილეობით ეს ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, მათაც დაავალებენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

„ნაცმოძრაობიდან“ ორი რადიკალური პარტია არის დარჩენილი, რომელიც დღემდე ამბობს, რომ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს ორი რადიკალური პარტია გრძნობს, რომ გარე უფროსები უფრო მეტ ფსონს „ლელოსა“ და გახარიაზე დებენ, რადგან „ნაცმოძრაობის“ ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ მათზე ფსონის დადება შეუძლებელია. ამომრჩეველი რჩება, ვინც ვერ ხვდება, რომ „ლელო“ და გახარია დავალებებს იგივე გარე უფროსებისგან იღებენ, მაგრამ ჯერ ისევ გაურკვეველი ვითარებაა, რადგან დრო დარჩენილია. თუ გარე უფროსები ვერ დარწმუნდებიან იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ არმონაწილეობით ეს ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, მათაც დაავალებენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, რათა „მიშისტების“, სექტანტების ხმები არ დაიკარგოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები