დავით მათიკაშვილი: მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეს დღემდე იყო
,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი ეყოლება. აგრემანი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისგან ტალიაშვილმა მიიღო, სწორედ ამაზე მეტყველებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ელჩი ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად ყველაფერს გააკეთებს.
„მზად ვართ, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბევრად მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეს დღემდე იყო. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ნამდვილი, რეალური, გაწერილი და გზამკვლევი ისე, რომ ორივე ერმა და ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ნამდვილად მიიღოს არა მხოლოდ ურთიერთმხარდაჭერა, არამედ ის სიკეთეები, რაც ამ ურთიერთობას მოჰყვება. ბუნებრივია, ამისთვის საქართველოს ახალი ელჩი, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.