დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში დიდი დაპირისპირება და არეულ-დარეულობაა
,,რადიკალურ ოპოზიციაში დიდი დაპირისპირება და არეულ-დარეულობაა, „ლელომ“ ევროპარლამენტის მოწოდება და დავალება პირდაპირ შესასრულებლად მიიღო, ხოლო გახარიას პარტია აქამდეც ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების წინააღმდეგი არ იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება.
„ქვეყნის სიძულვილში გაერთიანებული რადიკალები ერთიანი პოზიციით ვერ იქნება და ვერ გაერთიანდებიან. რადიკალური ოპოზიცია 64 ოლქში კიდევ ერთხელ დამარცხდება და ისინი პოლიტიკურ განაჩენს კიდევ ერთხელ მიიღებენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.