ვლადიმერ ბოჟაძე: გიორგი გაბიტაშვილის ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო გააძლიერებს აუდიტის სამსახურს
„გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის წარდგენა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს დამოკიდებულებას საჯარო ფინანსების ხარჯვასთან, კორუფციასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის წარდგენა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს დამოკიდებულებას საჯარო ფინანსების ხარჯვასთან, კორუფციასთან დაკავშირებით. ბატონი გიორგის ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო გააძლიერებს აუდიტის სამსახურს. კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება კონტროლი სახელმწიფო ფინანსებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა თეთრი დაიხარჯოს ეფექტურად“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას დღეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.