მილანის მერი: ევროპა საქართველოს უყურებს ყურადღებით, მუდმივად გვინდა, სოლიდარული ვიყოთ თქვენ მიმართ, ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობის იდეები ძალიან გულწრფელია

FLORENCE, ITALY - APRIL 30: Italian Politician Giuseppe Sala Mayor of Milan attends the "The Fourth State" masterpiece by italian artist Pellizza Da Volpedo exhibition preview at Five Hundred Hall at Palazzo Vecchio on April 30, 2022 in Florence, Italy. (Photo by Roberto Serra - Iguana Press/Getty Images)

თქვენი წარმომადგენლობა, საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში, – ამის შესახებ მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

საკონსულოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრება.

„ბატონო პრემიერო, ამ ქალაქმა ყველა ქალაქისთვის დამახასიათებელი პლიუს-მინუსები აჩვენა, ეს ქალაქი განიცდის თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, მაგრამ გამოსავლებიც უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით. გარკვეული წინსვლა გვჭირდება, რადგან სწორედ ქალაქებიდან იწყება წინსვლა და შემდეგ ხდება მისი განზოგადება ქვეყნებზე. მოვისმინეთ, რომ არა მარტო მილანის, არამედ სხვა ქალაქების მერებიც იღებენ ვალდებულებებს, რომ ჩვენ განვავითარებთ ურთიერთობას. რაც შეეხება სპორტს და ფეხბურთს, ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ ქალაქს ეს განსაკუთრებული ნიშანი აქვს. თითქმის ერთი რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს თბილისს და მილანს, 1.4 მლნ მოსახლეობა ცხოვრობს მილანსა და თბილისში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცენტრი ამ ქალაქში გვაქვს შექმნილი. გუშინ თბილისის მერსაც ვუზიარებდი შეხვედრაზე, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თბილისიდან დაწყებული, საქართველოს სხვა ქალაქებიც იქნება ამ კონტექსტში წარმოდგენილი. მინდა, გაითვალისწინოთ საპორტო ქალაქებთან ასოცირება, უშველებელი ქალაქები გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ და განვითარება მოაქვთ ერთმანეთისთვის. არ მინდა, ვისაუბრო რომელიმე კონკრეტულ ქალაქზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ინტეგრაცია უნდა მოხდეს ეკონომიკაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი და ვნახავთ, რა შედეგს დადებს ეს ინიციატივები. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ სიტუაციას, უნდა ვთქვა, რომ ევროპა საქართველოს უყურებს ყურადღებით და ზრუნვით, მუდმივად გვინდა, სოლიდარული ვიყოთ თქვენ მიმართ. ჩვენი მეგობრობა და ჩვენი თანამშრომლობის იდეები ძალიან გულწრფელია. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. იმედი გვაქვს, მილანი, ჩვენი რეგიონი, ჩვენი ქვეყანა იქნება განსაკუთრებული ადგილის მქონე“, – განაცხადა მილანის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები