მაკა ბოჭორიშვილი: მილანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ცენტრია და წარმომადგენლობის გახსნა ამ ქალაქში მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის

მილანში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მილანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ცენტრია და საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა აქ, ამ ქალაქში, რომელიც იტალიის 8 რეგიონს დაფარავს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

მჭიდრო თანამშრომლობით, მეგობრობით, ერთმანეთის პატივისცემით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას, მშვიდობიანი ევროპის მომავალზე ერთობლივად ზრუნავს და მასში ჩვენი წვლილის შეტანას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები