აეროპორტ “პულკოვოში” საქართველოს მოქალაქეს სულგუნი ჩამოართვეს და დაწვეს
რუსეთის “როსსელხოზნადზორმა” აეროპორტ “პულკოვოში” საქართველოს მოქალაქეს 10 კილოგრამი სულგუნი ჩამოართვა. როგორც “როსბალტი” იუწყება, ყველი ნაგვის გასანადგურებელ ღუმელში გაუნადგურეს.
“როსბალტს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე, რუსეთში უკრაინიდან ტრანზიტით ჩაფრინდა. მას თან ჰქონდა სულგუნი, რომელიც არაქარხნული წესით იყო შეფუთული და ტვირთს არ გააჩნდა ვეტერინარული დოკუმენტი, რაც პროდუქტის უსაფრთხოებას დაადასტურებდა.