კოტე ჟღენტი: მგონია, რომ ამერიკის ინტერესები საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებით ჩვენი რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობით არის განპირობებული

,,მე მგონია, რომ ამერიკის ინტერესები საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებით ჩვენი რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობით არის განპირობებული”, – ამის შესახებ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ე.წ. პოსტსაბჭოური ქვეყნების მნიშვნელობა უფრო გაიზარდა.

„ეს არის ამერიკელებისთვის დაინტერესების ერთი არეალი და მეორე,რომელზედაც სულ ლაპარაკობენ – საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი რეგიონისა და ქვეყნის როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გატარების დერეფნის მხრივ. თუმცა, მაინცდამაინც ყველას არ მოსწონს, რომ დერეფანი ვართ, მაგრამ, რას იზამ, ეს ფუნქცია გვაქვს. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს წამყვანი დაპირისპირებული ძალების წინააღმდეგობების გამოვლენის რეგიონი და ჩვენ მუდმივად გვინდა, რომ ჩვენი რეგიონი სხვადასხვა ძალის ცენტრების თანამშრომლობისა და განვითარების რეგიონად იქცეს. ამერიკელებიც უეჭველად დაინტერესებულები არიან ჩვენთან ურთიერთობების დალაგებაში და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებში, როგორც ჩვენ“, – განაცხადა ჟღენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები