თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული დეპარტამენტის გარდა, უწყებაში 10 საკადრო ცვლილება განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა სირაძე 2019 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები