იაპონიაში ას წელს გადაცილებულ მოქალაქეთა რაოდენობით ახალი რეკორდი დამყარდა

იაპონიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში 100 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა, თითქმის 100 000-მდე,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ქალები 100 წელს გადაცილებულთა 90%-ს შეადგენენ. ქვეყანაში 100 ან მეტი წლის ადამიანების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.

იაპონიაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 114 წლის შიგეკო კაგავაა, რომელიც ქალაქ ნარას გარეუბან იამატოკორიამადანაა. ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი კიიოტაკა მიზუნოა, 111 წლის, სანაპირო ქალაქ ივატადან.

ჯანდაცვის მინისტრმა ტაკამარო ფუკოკამ 87 784 ქალს და 11 979 მამაკაცს, რომლებიც ასწლოვანი არიან, დღეგრძელობა მიულოცა და საზოგადოების განვითარებაში მათი მრავალწლიანი წვლილისთვის მადლიერება გამოხატა.

როგორც მედია წერს, იაპონიის ხანდაზმულთა დღის მონაცემები, 15 სექტემბრის წინ გამოქვეყნდა. ეს ეროვნული დღესასწაულია, როდესაც ასწლოვანი ასაკის ადამიანები პრემიერ-მინისტრისგან მილოცვის წერილს და ვერცხლის თასს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები