კოტე იოსელიანი შს სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს
კოტე იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას”, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
პარალელურად, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს და მასზე ძალადობა განახორციელეს.