იპოთეკარების აქცია პარლამენტთან და თვითმკვლელობის მცდელობა

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოსთან იპოთეკარით დაზარალებულებმა აქცია გამართეს.
პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და თვითმკვლელობა სცადეს.
სამმა ქალბატონმა წნევის წამლების დიდი დოზა მიიღო, სუიციდის მცდელობა სამართალდამცავებმა და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ექიმებმა აღმოფხვრეს.
თვითმკვლელობის გარდა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები დაუშინეს, თუმცა სამართალდამცავების დროული ჩარევის შემდეგ ეს ინციდენტი აღიკვეთა.
იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებისგან დაბალდეპოზიტიანი და გრძელვადიანი სესხის გამოყოფას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას კვლავ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები