რატი იონათამიშვილი: ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი ნორმად აქციონ

„ფაქტია, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სიძულვილი და ტერორი, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ძალადობა, ნორმად აქციონ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამას პროპორციულად დავუპირისპირდეთ და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე გვქონდეს შესაბამისი რეაგირება, რომელსაც სამართლებრივი შეფასებაც უნდა მოჰყვეს. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს, რომ არა მარტო პოლიტიკური ველი, არამედ საზოგადოება გაიწმინდოს სწორედ სიძულვილის ტირაჟირებისა და პროპაგანდისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, წახალისებულია სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისა თუ გარე ძალების მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის საპასუხოდ, იწყებენ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები