არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით საფუძველი წინასწარ ჰქონდეთ განსაზღვრული, შემდეგ კი დავალების შესაბამისად, ან მიიღონ მონაწილეობა, ან – არა

ცდილობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით საფუძველი წინასწარ ჰქონდეთ განსაზღვრული, შემდეგ კი დავალების შესაბამისად, ან მიიღონ მონაწილეობა, ან – არა,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს საკუთარი აზრი არ აქვთ და ვერც ექნებათ იმიტომ, რომ აგენტურის წარმომადგენლები არიან, ეს ყველაფერი მათ შორის, გადაითარგმნება და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ხდება როდესაც მათი გარე პატრონები დავალებას აძლევენ. ორივე გზაზე მიდიან – ნაწილი ამბობს, რომ ვიღებთ მონაწილეობას [თვითმმართველობის არჩევნებში], ნაწილი – არა. საბოლოო ჯამში, ისინი ცდილობენ, რომ მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით საფუძველი წინასწარ ჰქონდეთ განსაზღვრული, შემდეგ კი დავალების შესაბამისად, ან მიიღონ მონაწილეობა, ან – არა. ახლა, როგორც ჩანს, არის მინიშნებები, რომ არჩევნებში ჩაერთონ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები