აჭარის რადიოს გიორგი მოისწრაფიშვილი უხელმძღვანელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს 31 წლის გიორგი მოისწრაფიშვილი უხელმძღვანელებს. მოისწრაფიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელია. აჭარის ტელევიზიაში იგი “დილის ტალღის” წამყვან-რეპორტიორად მუშაობდა, 2007 წლამდე კი აჭარის რადიოს მუსიკალური წამყვანი იყო.
გიორგი მოისწრაფიშვილი რადიოში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს. მისი თქმით, გადახალისდება მხოლოდ სამაუწყებლო ბადე და შეფუთვა. ასევე მოისწრაფიშვილი სოციალური პროექტების დამატებას გეგმავს.
„რადიოს სპეციფიკა ჩემთვის უცხო არ არის. აქცენტი, პირველ რიგში, გადატანილი იქნება და დამყარებული ვიქნებით იმ შემოქმედებით ჯგუფზე, რომელიც წლების განმავლობაში ამ რადიოს ჰყავს და ზუსტად ამ ბაზაზე უნდა განვახორციელოთ ის, რომ რადიო საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაზე გადავიდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ რადიობადე მაქსიმალურად უნდა შეივსოს სოციალური პროქტებით“, – აცხადებს გიორგი მოისწრაფიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები