ზარქუა – ოპოზიციაზე: ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს; ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“
“რა უნდა ვთქვა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით? რასაც ვისმენთ, ამას ხომ გეუბნებოდით: უპრინციპოები, უთავმოყვარეოები, მრავალნაირი სტანდარტის მქონენი – ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს – ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
აღნიშნულით ის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
“დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას.
ამათ სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ამას ხომ გიყვებოდით? 2020-ში თქვეს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და არ შემოვალთო, შემდეგ შემოვიდნენ და ძლივს გავაგდეთ. ამათ პრინციპი არ აქვთ – რასაც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. თავიდან ამბობდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, წინააღმდეგობის პლატფორმას და სიგიჟეებს იგონებდნენ და ახლა მიხვდნენ, რომ საერთოდ რომ არ გაქრნენ ისე, როგორც „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“ გაქრა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხაზი გადაუსვან ყველა აქამდე ნათქვამ არგუმენტს და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა. ეს ხელმოცარული დიპლომატი, სამადაშვილს ვგულისხმობ, ხომ იცით რატომ ვეძახი? ევროკავშირში წლების განმავლობაში რომ იყო ელჩი, როცა რუსეთი თავს დაგვესხა და ომი გაჩაღდა, ერთ ქვეყანასაც ვერ გააკეთებინა განცხადება და სანქცია ვერ დააწესებინა. ეს ქალი მერე აქ მორალს გვიკითხავდა. იგივე მისი ამორალური მორალის გაგრძელებაა, რომ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და ახლა რა შეიცვალა? სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი – რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად? – საერთოდ რომ არ გაქრეთ? დაგიკვეთეს თქვენმა პატრონებმა? – ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ და ასე იქნებით, სანამ უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იქნებით თქვენც, დანარჩენებიც, გახარიაც, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ თვითმარქვია პრეზიდენტიც. ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს – ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“, – განაცხადა ზარქუამ.