მაჭარაშვილი – “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე: არავინ არავის წინააღმდეგ კანონს არ იღებს – ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ჟურნალისტის მხრიდან შეუფასებელი და ობიექტური ინფორმაცია

“არავინ არავის წინააღმდეგ კანონს არ იღებს – ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ჟურნალისტის მხრიდან შეუფასებელი და ობიექტური ინფორმაცია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოქმედების საკითხს გამოეხმაურა.

„თავისი ინტერპრეტაცია მედიასაშუალებას შეუძლია ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა გადაცემაში და სტუმრის მოწვევით და ა.შ – ეს შეზღუდული არ არის. რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას, ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს იმისი უფლება, მიიღოს ჟურნალისტის მხრიდან შეუფასებელი და ობიექტური ინფორმაცია. საზოგადოება შემდეგ თვითონ შეაფასებს – კარგია თუ ცუდია. ეს არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში“, – განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები