ზარქუა – ოპოზიციაზე: ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ცდილობენ, „გაიპრავონ“ და ვინმეს რაიმე გამოსტაცონ
„ლელოს“ და გახარიას პარტიებს მხარდამჭერები არ ჰყავთ. დედაქალაქის საკრებულოში გახარიას პარტიას ტოვებენ. როცა უპრინციპო ხარ, საკუთარი ამომრჩეველიც ზურგს გაქცევს”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„რამდენიმე თვის წინ როცა ამბობდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა [ოპოზიცია]. მაშინაც ვთქვით, რომ პატრონებისგან რასაც მიიღებდნენ დავალებას, სწორედ ისე მოიქცეოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათმა პატრონებმა ოპოზიცია გაყვეს – ლუზერები, „ნაცები“, გვარამიები და ნეონაცები ჩახსნეს, სამაგიეროდ ჰგონიათ, რომ „ლელო“ და გახარია ლიდერები არიან. სალომეს სად, რა როლი ერგო, არ ვიცით. მცდელობა იყო, ის წინააღმდეგობის პლატფორმის ლიდერი გამხდარიყო – საფრანგეთიდან რომ გვყავს, აგენტურა. ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ცდილობენ, „გაიპრავონ“ და ვინმეს რაიმე გამოსტაცონ. „ლელოს“ და გახარიას მხარდამჭერები არ ჰყავთ, ზოგი გაიქცა, ზოგი გამოიქცა. დედაქალაქის საკრებულოში გახარიას პარტიას ტოვებენ. როცა უპრინციპო ხარ, საკუთარი ამომრჩეველიც ზურგს გაქცევს. „ნაცმოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ უპრინციპო როცა ხარ და სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებ, ბუნებრივია, ასეთი ბედი გელოდება. რაღა შორს წავიდე, საკუთარი ოფისი გაყიდეს. მათ პატრონებსაც აღარ აინტერესებთ და საკუთარი ოფისიც კი გაყიდეს. რაც არ უნდა იხტუნაონ, „ნაცების“ თემა დამთავრებულია. ახლა ახალი „ნაცები“ არიან. მათი პატრონები ცდილობენ, „ლელო“ შემოგვასაღოს და რეჟიმის დროს საპროცესო გარიგებებს ვინ აკეთებდა? ხაზარაძე არ აკეთებდა? გახარიას მელია რომ გადაერჩინა, შუა გზაში მიგვატოვა და გუნდს უღალატა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელჩმა შეაშინა. პოლიტიკა მშიშარა კაცის არ არის. გახარია-ლელო ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობა გაიპრაონ. ალბათ, პარლამენტშიც შემოვლენ“, – განაცხადა ზარქუამ.