„ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობით მანიპულაცია არახალია” – მარიამ ლაშხი

„ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობით მანიპულაცია ახალი არ არის, თუმცა, პირველ რიგში, მათივე ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს ჯერ ერთი რიტორიკა და შემდეგ მეორე რიტორიკა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი აცხადებს.

მისი თქმით, ხალხის ნდობით, მმართველი პარტია გაიმარჯვებს.

“რაც არ უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფალი, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ მის ამომრჩეველთან, არამედ ზოგადად ქვეყნის მოსახლეობასთან და მათი მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების გაძლიერებას და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ სწორედ იმ ხედვით, იმ შედეგებით, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს და, პირველ რიგში, ხალხის ნდობით“, – ამბობს ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები