დიმიტრი სამხარაძე: მელიას ხვალ ისედაც პატიმრობა ეფარდებოდა და დღეს რაში ჭირდებოდა შსს-ს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ამისი საფუძველი რომ არ ყოფილიყო? არც არაფერში
მელიას ხვალ ისედაც პატიმრობა ეფარდებოდა და დღეს რაში სჭირდებოდა შსს-ს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ამისი საფუძველი რომ არ ყოფილიყო? არც არაფერში! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მელიას ხვალ ისედაც პატიმრობა ეფარდებოდა და დღეს რაში სჭირდებოდა შსს-ს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ამისი საფუძველი რომ არ ყოფილიყო? არც არაფერში!
ანუ რა მოხდა? მელია იქაჩებოდა, პატიმრობას რომ შემიფარდებენ, ოფისში გავმაგრდები და აბა დამიჭირონო, მაგრამ ერთი ადგილი არ ეყო და წინა დღით თავი დააჭერინა ადმინისტრაციული წესით. ესაა სულ.
შეიძლება გათვლაც აქვს, იქნება ადმინისტრაციულით გამოვძვრეო. P.S. ფაქტია გირაოს გადახდა უნდოდა ძალიან, ფბ გამოკითხვებიც კი ჩაატარა, მაგრამ როგორც ჩანს ამისი უფლებაც არ მისცეს“, – წერს სამხარაძე Facebook-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.