ზელენსკი: მოსკოვთან სიტყვები არ მუშაობს
რუსეთს არ წარმოუდგენია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმი და ამიტომ ვხედავთ მორიგ რუსულ სიცრუეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს როგორც ამერიკელებთან, ასევე ევროპელებთან დისკუსიები გაიმართა.
„ყველამ პატიოსნად უნდა ილაპარაკოს – ყველამ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი აჭიანურებს ომს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უბრალოდ მოატყუოს ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ სიტყვით ცდილობენ მოსკოვზე გავლენის მოხდენას და არა ზეწოლით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.