ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: ქუჩაში დგომით და ტელევიზორის ეკრანებზე გამოსვლებით ნამდვილად ვერ შეძლებენ, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს ,საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

„პაატა ბურჭულაძის მხრიდან გაკეთებული არაერთი აბსურდული განცხადება – ტელეფონებით არჩევნების ჩატარებით დაწყებული, გაგრძელებული იმით, რომ უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეასრულონ თავისი უშუალო დანიშნულება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრონ, პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ალბათ, კონკრეტულ დაკვეთას ასრულებს. თუ არჩევნების გზით არ დაელაპარაკებიან საკუთარ ამომრჩეველს, ქუჩაში დგომით და ტელევიზორის ეკრანებზე გამოსვლებით ნამდვილად ვერ შეძლებენ, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში, დაპირისპირება მწვავდება იმ ფონზე, როდესაც „ლელომ“ და გიორგი გახარიამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები