მაკა ბოჭორიშვილი – კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე: ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან

ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრის თქმით, ამ თვალსაზრისით, სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმ ფასეულობების გასაჟღერებლად და გასაძლიერებლად კიდევ ერთხელ, რასაც ემსახურება კონსერვატიული მიმართულებები და რაც საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს ევროპაში არის ნამდვილად ის გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც იყენებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები