ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევებში, მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და – ვუი

,,მიიღებენ მონაწილეობას [არჩევნებში], მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და – ვუი”,- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრისას აღნიშნა.

„ბურჭულაძის ფლანგი მობილურით ატარებს არჩევნებს. თხოვნაა ამომრჩევლის მიმართ, რომ დატენილი ჰქონდეთ იმ დღეს მობილურები, რადგან ლეგიტიმაცია არ ჩაითვლება. მეორე გიჟების მიმდინარეობას წინააღმდეგობის პლატფორმა აქვთ შექმნილი და მათ ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] ხელმძღვანელობს. პარადი რომ ჩააბარა რამდენიმე დღის წინ. დარჩენილები თამაშგარე არიან – მელიები, ჩახდილები და ა.შ. ვერ გაურკვევიათ ვერაფერი და ერთმანეთს დაერივნენ. რაც უნდათ, ის უქნიათ. მიიღებენ მონაწილეობას [არჩევნებში], მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და – ვუი“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები