“პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რაც ჩვენ გვაქვს” – შალვა პაპუაშვილი
“პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რაც ჩვენ გვაქვს. მისი გაცხადებული მიზნები იწყება აშშ-ში „დიფ სთეითის“ დამარცხების მიზნიდან, ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მთავარ ამოცანად, მათ შორის მისი წარმატების საზომადაც დაისახა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტდება „დიფ სთეითი“, მით უფრო გაძლიერდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, პირდაპირ პროპორციული იქნება „დიფ სთეითის“ შესუსტება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებასთან. პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.