მათიკაშვილი – აშშ-ის საელჩოს განცხაცებაზე: თუკი ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, ის თვითონ გააკეთებს განმარტებას ამ განცხადებასთან დაკავშირებით
მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ, „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
“თუკი ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, ის თვითონ გააკეთებს განმარტებას ამ განცხადებასთან დაკავშირებით. გუშინ, ტრამპისგან მოლოცვის წერილის შემდეგ ასეთი განცხადების გაკეთება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, – აღნიშნავს დავით მათიკაშვილმა
აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.