„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობა ჭეშმარიტად პარტნიორულ პრინციპებს ეფუძნებოდეს და თანასწორობას” – იონათამიშვილი
“ეს წერილი, ცხადია, ამ კონტექსტშიც არის ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი გზავნილი, სადაც საუბარია შემდგომში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ამავდროულად, ამ ყველაფრის საფუძვლად მშვიდობა არის მიჩნეული”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობა ჭეშმარიტად პარტნიორულ პრინციპებს ეფუძნებოდეს და თანასწორობას. ეს წერილი ცხადია ამ კონტექსტშიც არის ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი გზავნილი, სადაც საუბარია შემდგომში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ამავდროულად, ამ ყველაფრის საფუძვლად მშვიდობა არის მიჩნეული, რაც ნამდვილად კარგია“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.