“ბაჩიაშვილის დაკავება, რომელსაც 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება იმისა, რომ საქართველო შედგა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო” – მაჭავარიანი

“სამართალდამცავი უწყებების მიერ ძებნილი ბატონი ბაჩიაშვილის დაკავება, რომელსაც 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება იმისა, რომ საქართველო შედგა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

მისი განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ კონკრეტული ორგანოები და უწყებები კანონის აღსრულებას ახერხებენ უმაღლესი სტანდარტით.

“ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ბატონ ბაჩიაშვილს, ამ ღონისძიების შედეგად, თმის ღერი არ ჩამოვარდნია. ეს ყველასთვის ნათელი მაგალითია, რომ კანონდამრღვევები ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებლობას ვერასდროს ვერ გაექცევიან”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები