“იმ გაუგონარ თავხედობას, რასაც გარკვეული ელჩების მხრიდან აქვს ადგილი, წერტილი უნდა დაესვას” – ირაკლი ზარქუა
“იმ გაუგონარ თავხედობას, რასაც გარკვეული ელჩების მხრიდან აქვს ადგილი, წერტილი უნდა დაესვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ელჩის მოვალეობა სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცებაა.
„ასეთ ფაქტს მერამდენედ უნდა ჰქონდეს ადგილი? რატომღაც ზოგიერთ ელჩს ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა არის არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცება. ვწუხვარ, მაგრამ უნდა შევახსენოთ, იქნებ, ვენის კონვენცია წაიკითხონ და ეს საერთაშორისო ურთიერთობები ხელახლა გადაიკითხონ. ელჩებს მოვუწოდებთ, ამ თავხედობას შეეშვან. ყველაფერს ზღვარი აქვს“, – განაცხადა ზარქუამ.