შარმანაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: ის ყოველთვის ამბობდა, რა მნიშვნელობა აქვს – კონსტიტუციაში რა წერია, მთავარია, მე და ჩემს პატრონებს რა გვაწყობს
“როგორ აპირებს ამ არჩევნების ჩატარებას [სალომე ზურაბიშვილი] კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებით? კონსტიტუცია ასეთი ფორმით, ამნაირი არჩევნების ჩატარებას რომ არ ითვალისწინებს, მან ეს უნდა იცოდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
“მაგრამ ის ყოველთვის ამბობდა – რა მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციაში რა წერია, მთავარია, მე და ჩემს პატრონებს რა გვაწყობს.
ეს არის დაუშვებელი და თუ კიდევ ვერ მიხვდა, რომ ამას ეს ხელისუფლება არასდროს დათანხმდება და არც ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძლიერი იმით არის, რომ ქართველი ხალხის ნებაზე აფუძნებს ამ თავის პრინციპულობას და ასეც გავაგრძელებთ”, – თქვა შარმანაშვილმა.