პაპუაშვილი – მაკრონის, მერცისა და ტუსკის განცხადებაზე: სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

“სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს”, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ერთობლივ განცხადებაში წერია – “საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები