“როდესაც ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა იმალებოდა საკუთარ შტაბებში და 30-კაციან კონტინგენტს აგზავნიდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკები იდგნენ ავღანეთში წინა ხაზზე; ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაზე” – პაპუაშვილი

“დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენ გავხდით საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, მათ შორის, ჩვენი პასუხისმგებლობით საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა იმალებოდა საკუთარ შტაბებში და 30-კაციან კონტინგენტს აგზავნიდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცები იდგნენ ავღანეთში წინა ხაზზე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. ყველა, ვინც საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელ დღეს ულოცავს, ეს არის ნიშანი მადლიერებისა ქართველი ხალხის წინაშე და მიხარია, რომ ამ მადლიერებას ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები