ტრამპი პუტინით „უკმაყოფილოა“ – „არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა“
მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა – ის სრულიად შეიშალა! უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს ,- ასე ეხმაურება ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის იერიშებს უკრაინაზე.
ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა.
„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. უკრაინის ქალაქებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რაკეტებსა და დრონები ესვრიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას იმით, როგორც ლაპარაკობს.
“პრეზიდენტ ზელენსკის არანაირი სარგებელი არ მოაქვს თავისი ქვეყნისთვის ასე საუბრით. ყველაფერი, რაც მის პირიდან ამოდის, პრობლემებს ქმნის. ეს არ მომწონს და ჯობია შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი”,- აღნიშნავს ტრამპი.